გერმანული ბენდი DIARY OF DREAMS თბილისში კონცერტს გამართავს
გერმანული ბენდი DIARY OF DREAMS თბილისში კონცერტს გამართავს

Tbilisi Event Hall-ში კომპანია JAM! Events გერმანული ბენდის DIARY OF DREAMS-ის კონცერტს გამართავს, რომელიც საქართველო-გერმანიის (2017) წლის ფარგლებში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება.

ჯგუფის სტილი Electronic Darkwave-ის მიმართულებით, სინტი–გოთიკისა და გოთიკ–​როკის ჟანრში განიხილება. დღესდღეობით, გერმანული ჯგუფი DIARY OF DREAMS ამ ჟანრის ყველაზე პოპულარული და ცნობილი წარმომადგენელია. შესაბამისად, ჯგუფს, როგორც ჰედლაინერს, მუდმივად ეპატიჟებიან მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ფესტივალებზე.

5 ოქტომბერს გამოვიდა ჯგუფის ახალი ალბომი, რომელიც გამოსვლისთანავე Deutsche Alternative Chart-ში ლიდერობს. სწორედ ამ ალბომის მხარდასაჭერად ტარდება ტურნე, რომლის ფარგლებშიც ჯგუფი თბილისსაც ეწვევა.

ორგანიზატორების განცხადებით, Tbilisi Event Hall-ში გამართულ კონცერტზე იქნება განახლებული ლაინაფი. ნაცნობ და საყვარელ ჰიტებთან ერთად შესრულდება კომპოზიციები ახალი ალბომიდან.

DIARY OF DREAMS საქართველოში უკვე მეორედ ჩამოდის. ქართველმა მსმენელმა ჯგუფი პირველად JAM! Fest 2015-ზე გაიცნო.

კონცერტი 16 დეკემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.