გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ 21 თებერვლიდან 28 თებერვლამდე კიევში და კიევიდან ფრენებს წყვეტს
გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ 21 თებერვლიდან 28 თებერვლამდე კიევში და კიევიდან ფრენებს წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავიაკომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მგზავრებმა უნდა მიადევნონ თვალი რეისების გრაფიკს.
მათივე ცნობით, 28 თებერვლის შემდეგ დაგეგმილი რეისების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.