გერმანიაში BMW-ს ქარხანაში ხანძარია. გერმანული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ბავარიის მიწაზე, ქალაქ ლანდსჰუტის ქარხანაში გაჩნდა. პოლიციის განცხადებით, ცეცხლი ერთ-ერთ სახელოსნში გაჩნდა და შემდეგ სხვა ნაგებობაზეც გავრცელდა. ხანძრის დროს სულ მცირე, სამი მუშა დაშავდა.
ადგილზე იმყოფებიან სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები.
ხანძრის გამო ქალაქის ნაწილი კვამლშია გახვეული. მოქალაქეები ქუჩაში გასვლას ერიდებიან. ხელისუფლება აცხადებს, რომ კვამლის გამო შეფერხებულია საგზაო და სარკინიგზო მიმოსვლაც.