გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ფინეთის ყურესა და ბალტიის ზღვაზე, ნატო-ს საჰაერო სივრცის მახლობლად სამი რუსული თვითმფრინავი დააფიქსირეს
გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ფინეთის ყურესა და ბალტიის ზღვაზე, ნატო-ს საჰაერო სივრცის მახლობლად სამი რუსული თვითმფრინავი დააფიქსირეს

გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ფინეთის ყურესა და ბალტიის ზღვაზე, ნატო-ს საჰაერო სივრცის მახლობლად სამი რუსული თვითმფრინავი დააფიქსირეს. მათივე ცნობით, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალების გამანადგურებლები ცდილობდნენ, დაედგინათ რამდენიმე ამოუცნობი თვითმფრინავი, რომელიც დაფრინავდნენ ნატო-ს საჰაერო სივრცესთან ახლოს. ერთ-ერთი თვითმფრინავი იდენტიფიცირებული იყო, როგორც რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების „ილ-20“-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც მიემართებოდა კალინინგრადის რეგიონში. მას დახვდა კალინინგრადში ბაზირებული „სუ-27“-ის ტიპის ორი რუსული გამანადგურებელი. მოგვიანებით, ჰაერში შვედეთის ძალების სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებიც აიჭრნენ.

როგორც დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში აცხადებენ, რუსული სამხედრო თვითმფრინავები ბალტიის ზღვის თავზე ხშირად დაფრინავენ. თუმცა ნატო-ს წევრი ქვეყნების საჰაერო ძალების რეაგირება ადასტურებს ნატო-ს საჰაერო სივრცის კოლექტიური თავდაცვისადმი ერთგულებას.

„ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რეგიონში უნდა იყვნენ დარწმუნებულები იმაში, რომ ნატო აქ დარჩება მომავალშიც, დიდი ბრიტანეთი კი გააგრძელებს ნატო-ს საჰაერო სივრცის კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების შესრულებას“, – ნათქვამია ბრიტანეთის სამეფო სამხედრო საჰაერო ძალების განცხადებაში.

ბრიტანული და გერმანული თვითმფრინავები მარტის დასაწყისიდან მონაწილეობენ ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს საჰაერო პატრულირების ერთობლივ მისიაში.