გერმანიის ვიცე-კანცლერმა მოუწოდა ჩინეთს, შეწყვიტოს ევროპული საქონლის ექსპორტი რუსეთში, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას უკრაინის ომში
გერმანიის ვიცე-კანცლერმა მოუწოდა ჩინეთს, შეწყვიტოს ევროპული საქონლის ექსპორტი რუსეთში, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას უკრაინის ომში

გერმანიის ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა მოუწოდა ჩინეთს, შეწყვიტოს ევროპული საქონლის ექსპორტი რუსეთში, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკრაინის ომში, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

პეკინში ჩინეთის კომერციის მინისტრთან, ვან ვენტაოსა და მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრთან, ცზინ ჩჟუანლუნთან მოლაპარაკებების შემდეგ ჰაბეკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი არ დათანხმდება სანქციების გვერდის ავლას.

„თუ სამხედრო კომპლექსში გამოყენებული საქონლის იმპორტი ჩინეთიდან აღარ განხორციელდება, ეს ასევე დაეხმარება ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობას”, – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა.

ჰაბეკმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან გასულ წელს გაიზარდა 40 პროცენტზე მეტით და რომ ამ ზრდის მხოლოდ ნახევარზე ოდნავ მეტია ენერგორესურსები, დანარჩენი კი ე.წ. ორმაგი დანიშნულების საქონელს წარმოადგენს.