გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა.
„ვიზიტის მიზანია, უკრაინას მივცეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩვენ გვჯერა მისი გამარჯვების, რომ ის აღდგება. ევროპა დაინტერესებულია არა მხოლოდ გაჭირვების დროს მისი მხარდაჭერით, არამედ იმითაც, რომ უკრაინა იყოს ეკონომიკურად ძლიერი პარტნიორი მომავალში“, – განაცხადა რობერტ ჰაბეკმა.
ომის დაწყების შემდეგ ეს ვიცე-კანცლერის პირველი ვიზიტია კიევში.