გერმანიის უდიდესი პარტია - „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ ჰაკერების მასშტაბური თავდასხმის სამიზნე გახდა
გერმანიის უდიდესი პარტია – „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ ჰაკერების მასშტაბური თავდასხმის სამიზნე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პარტიის წარმომადგენლები და გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებენ.
ჯერ უცნობია, ვინ არის თავდასხმის ორგანიზატორი და რა ზიანი მიადგა პოლიტიკურ პარტიას. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ამასთან, ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, ჰაკერების თავდასხმა პროფესიონალებმა მოაწყვეს.
მომხდარის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, პარტიის კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა ქსელიდან გათიშეს.
ჰაკერული თავდასხმის გამოძიებას გერმანიის კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის ფედერალური სამსახური ატარებს.