გერმანიის თავდაცვის სამინისტრო მილიარდობით ევროს ღირებულების შეიარაღების შესყიდვას აპირებს
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო მილიარდობით ევროს ღირებულების შეიარაღების შესყიდვას აპირებს

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო სამაშველო ვერტმფრენების, სატრანსპორტო თვითმფრინავების და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენას აპირებს. სულ საუბარია 18 კონტრაქტზე, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ უკვე მოამზადა. თითოეულის ღირებულება 25 მილიონი დოლარია. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

გარდა ამისა, გერმანია აპირებს ლიზინგით შეიძინოს ისრაელში წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა ღირებულებაც ერთ მილიარდ დოლარს აღწევს. თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ იგეგმება ჯავშან ტრანსპორტიორებისა და ვერტმფრენების მოდერნიზაცია.

გერმანიის თავდაცვის უწყება გასულ წლებში კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა. 2017 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტში გერმანიის პარლამენტის წევრებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის უწყება არასათანადოდ არის აღჭურვილი.