გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა. გერმანიის თავდაცვის უწყებაში უკრაინაში ვიზიტის მიზნად ბერლინის მხრიდან მხარდაჭერის დადასტურებას ასახელებენ.
პისტორიუსის მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება უკრაინელი სამხედროების მომზადება და კიევის სამხედრო დახმარება. პისტორიუსს დაგეგმილი აქვს მოლაპარაკებები უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან, ასევე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
პისტორიუსის ჩასვლამდე უკრაინის დედაქალაქში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს უმასპინძლეს. ეს თავდაცვის მინისტრის რანგში ბორის პისტორიუსის მეორე ვიზიტია უკრაინაში. წინა მისი ვიზიტი თებერვალში იყო.