გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინას გადავეცით „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 18 ტანკი, „მარდერის“ 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ზაფხულში იგეგმება „ლეოპარდ 1“-ის 80 ტანკის მიწოდება
გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინას გადავეცით „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 18 ტანკი, „მარდერის“ 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ზაფხულში იგეგმება „ლეოპარდ 1“-ის 80 ტანკის მიწოდება

გერმანიამ უკრაინას უკვე გადასცა „ლეოპარდ 2“ ტიპის 18 ტანკი და „მარდერის“ ტიპის ქვეითთა 40 საბრძოლო მანქანა. ზაფხულში იგეგმება 80 ერთეული „ლეოპარდ 1“ ტიპის ტანკის მიწოდება, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია სიტყვას ასრულებს და მხარს უჭერს უკრაინას ჯავშანტექნიკის და სხვა იარაღის, ასევე საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალის სასწრაფო მიწოდებით.

პისტორიუსის ინფორმაციით, ამ კვირაში დაიწყო 100-ზე მეტი უკრაინელი სამხედროს წვრთნა „ლეოპარდ 1“-ის ტანკებზე.

„ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადეს ნიდერლანდებმა და დანიამ. ძირითადი საბრძოლო ტანკების, „ლეოპარდ 1“-ის მიწოდება ახლა იწყება. ეს არის გერმანიასთან ერთად სხვა ქვეყნების ინიციატივის შედეგი. 80-მდე „ლეოპარდ 1“-ის ტიპის ტანკის მიწოდება წლის შუა თვეებში დაიწყება“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.