გერმანიის თავდაცვის მინისტრი - გერმანია და ნატო მზად არიან, დაეხმარონ პოლონეთს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში
გერმანია და ნატო მზად არიან, დაეხმარონ პოლონეთს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პოლონელი პარტნიორები დახმარებას მიიღებენ, სადაც დასჭირდებათ დახმარება.
„ისინი ნატო-ს პარტნიორები და ნატო-ს სანდო მოკავშირეები არიან, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზად ვართ“, – თქვა ბორის პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლონეთის უსაფრთხოების კომიტეტმა გადაწყვიტა, სამხედრო შენაერთები გადაეყვანა ქვეყნის აღმოსავლეთით, ბელარუსში „ვაგნერის“ მებრძოლების ყოფნის გამო.