გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება, რადგან ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღებოდეს მხოლოდ სოლიდარობის ნიშნად
გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება, რადგან ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღებოდეს მხოლოდ სოლიდარობის ნიშნად

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება, რადგან ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღებოდეს მხოლოდ სოლიდარობის ნიშნად.

„კარი ცოტა შეღებულია, თუმცა ახლა არ არის ამ საკითხის გადაწყვეტის დრო“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

მისი თქმით, „უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება არა სოლიდარობის ნიშნად, არამედ ცივი გონებითა და ცხელი გულით უნდა იქნას მიღებული და არავითარ შემთხვევაში საპირისპიროდ“.