გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას 700 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას 700 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

გერმანია უკრაინას 700 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ნატო-ს სამიტზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს საბრძოლო აღჭურვილობას, საბრძოლო მანქანებსა და ტანკებს.

„გერმანიის მთავრობამ დაასრულა უკრაინისთვის 700 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტზე მუშაობა. პაკეტი ემსახურება უკრაინის პრიორიტეტებს: საჰაერო თავდაცვას, ტანკებს, არტილერიას. ამასთან ერთად, ჩვენ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ უკრაინის მდგრადობის განმტკიცებაში“, – განაცხადა პისტორიუსმა.