გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ანდრეა ნალესი თანამდებობას ტოვებს. ანდრეა ნალესმა გადაწყვეტილება ევროპარლამენტის არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ მიიღო, სადაც სოციალ-დემოკრატებმა ანტირეკორდი დაამყარეს. მათ ამომრჩეველთა ხმების მოპოვება ვერ შეძლეს და მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდნენ.

სოციალ-დემოკრატიული პარტია გერმანიის მმართველ კოალიციაში შედის, ამიტომ გერმანული მედია წერს, რომ ნალესის გადადგომამ, შესაძლოა გერმანიაში სამთავრობო კრიზისი წარმოქმნას.

ანდრეა ნალესი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ 2018 წლის აპრილში აირჩიეს. მისი შემცვლელის ვინაობა მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.