გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში იმატებს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც კანცლერობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის დანიშვნას ემხრობა
გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც კანცლერობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის დანიშვნას ემხრობა.
ჯო ვაინგარტენი გახდა ბუნდესტაგის პირველი წევრი, რომელმაც საჯაროდ მოუწოდა თავდაცვის მინისტრს, ბორის პისტორიუსს, რომ კანცლერის პოსტზე კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.
„ჩემი მკაფიო აზრია, რომ საარჩევნო კამპანიაში ბორის პისტორიუსთან ერთად უნდა შევიდეთ. მას აქვს ენერგია, ხალხთან სიახლოვე და უნარი, მკაფიო გერმანულით ისაუბროს იმაზე, რაც უნდა და ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას ახლა სჭირდება“, – ამბობს ვაინგარტენი.