გერმანიის შს მინისტრი - სერბეთი უნდა მოერგოს ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას, თუ ბლოკში გაწევრიანება სურს
სერბეთი უნდა მოერგოს ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას, თუ მას ბლოკში გაწევრიანება სურს, – სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფაიზერმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
„ვიმედოვნებ, რომ სერბეთი ახლა სწრაფად მოქმედებს. ევროკავშირის წევრობისთვის არის კრიტერიუმები და ამის ნაწილია საერთო სავიზო პოლიტიკა“, – განაცხადა მინისტრმა.
სერბეთს უვიზო რეჟიმი აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ინდოეთი და ტუნისი. სერბეთში ჩასული მიგრანტები შემდგომ ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლას ცდილობენ.
ნენსი ფაიზერის თქმით, სერბეთის სავიზო პოლიტიკის საკითხს ის მომავალ კვირას ბერლინში დაგეგმილ დასავლეთ ბალკანეთის კონფერენციაზე დააყენებს.