გერმანიის შს მინისტრი - მიუნსტერში თავდასხმის შემსრულებელი რადიკალური ისლამის მიმდევრებთან დაკავშირებული არ ყოფილა
გერმანიის შს მინისტრი - მიუნსტერში თავდასხმის შემსრულებელი რადიკალური ისლამის მიმდევრებთან დაკავშირებული არ ყოფილა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მიუნსტერში მოწყობილი თავდასხმის შემსრულებელი რადიკალური ისლამის მიმდევრებთან დაკავშირებული არ ყოფილა. ეს განცხადება ჰორსტ ზეეჰოფერმა მიუნსტერში ვიზიტისას გააკეთა.

ძალოვანმა მინისტრმა თავდასხმის ადგილი მოინახულა და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ამ ეტაპზე გვაქვს ინფორმაცია, რომ დამნაშავე მარტო მოქმედებდა და ტერორისტულ დაჯგუფებებთან დაკავშირებული არ ყოფილა. აბსოლუტური უსაფრთხოება არ არსებობს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ მსგავსი თავდასხმები მომავალში თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა ზეეჰოფერმა.

შეგახსენებთ, 7 აპრილს გერმანიის ქალაქ მიუნსტერში ავტომობილი კაფეში მყოფ მოქალაქეებს შეეჯახა. დაიღუპა ორი ადამიანი, კიდევ 20 კი დაშავდა. ავტომანქანის მძღოლი გერმანიის 49 წლის მოქალაქე იყო, რომელსაც წარსულში ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.