გერმანიის შს მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონე კვლავ მაღალია
გერმანიის შს მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონე კვლავ მაღალია

მიუნსტერში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ გერმანიაში ტერორისტული საფრთხის დონე კვლავ მაღალია.

ჰორსტ სიჰოფერის თქმით, შესაძლოა, თავდასხმა ნებისმიერ წუთს მოხდეს. მინისტრის განცხადებით, გერმანიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყვნენ, რათა დაუყონებლივ უპასუხონ გამოწვევებს.

შეგახსენებთ, შაბათს საღამოს გერმანიის ქალაქ მიუნსტერის ცენტრში სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის სატვირთო ავტომობილის მძღოლიც. დაშავებულია 20 ადამიანი.