გერმანიის შრომის მინისტრი გამოდის ინიციატივით, რომ ქვეყანაში სახლიდან მუშაობა დაკანონდეს
გერმანიის შრომის მინისტრი ინიციატივით გამოდის, რომ გერმანიაში სახლიდან მუშაობა დაკანონდეს. ამის შესახებ ჰუბერტუს ჰეილიმ „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის თქმით, ადამიანებს, რომლებსაც სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა არა მხოლოდ პანდემიის დროს, არამედ შემდეგაც უნდა ჰქონდეთ.
„ჩვენ ამ პანდემიაში ვსწავლობთ, რა რაოდენობის საქმის გაკეთებაა შესაძლებელი დისტანციურად“, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს არჩევანი, სად ურჩევნია მუშაობა – ოფისში თუ საკუთარ სახლში, ან კვირაში რამდენიმე დღე სახლში.