გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი - ვისაც სახალიფო უნდა, არასწორ ადგილას მოვიდა
ვისაც სახალიფო უნდა, გერმანიაში არასწორ ადგილას მოვიდა, – ასე ეხმაურება გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფეზერი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გამართულ საპროტესტო აქციას.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანა იღებს მკაცრ ზომებს ისლამისტური ტერორისტული პროპაგანდისა და ებრაელთა სიძულვილის წინააღმდეგ.
გასული კვირის ბოლოს ჰამბურგში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შარიათის კანონის დაწესება და სახალიფოს დაარსება მოითხოვეს. დემონსტრაცია უკავშირდებოდა „მუსლიმთა ინტერაქტიულ“ ჯგუფს, რომელსაც გერმანიის შიდა სადაზვერვო სამსახურები ექსტრემისტულ ორგანიზაციად ასახელებენ. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ „ყველა ისლამისტური აქტივობა უნდა მოგვარდეს კონსტიტუციური სახელმწიფოს შესაძლებლობებისა და ვარიანტების გამოყენებით“.