გერმანიის სასამართლომ ნაბახუსევი დაავადებად აღიარა
გერმანიის სასამართლომ ნაბახუსევი დაავადებად აღიარა

გერმანიის სასამართლომ ნაბახუსევი დაავადებად აღიარა.

საქმე ერთ-ერთი კომპანიის წინააღმდეგ იყო აღძრული, რომელიც ნაბახუსევის შემამსუბუქებელ სასმელებს ყიდდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ დაავადებად ითვლება ყველაფერი, რაც ადამიანის ნორმალურად ფუნქციონირებას ხელს უშლის.

კომპანიის სახელი უცნობია და სასამართლოს გადაწყვეტილება სახალხო დღესასწაულ ოქტობერფესტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა.