გერმანიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერის ესპანეთში ექსტრადაციის გადაწყვეტილება მიიღო
გერმანიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუიჩდემონის ესპანეთში ექსტრადაციის გადაწყვეტილება მიიღო. ესპანური გამოცემა El Pais-ის ინფორმაციით, გერმანიის შლეზვიგ ჰოლშტეინის სასამართლომ პუიჩდემონი დამნაშავედ მხოლოდ სახელმწიფო ხარჯების ბოროტად გამოყენებისთვის სცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპაენთში დაბრუნების შემდეგ, კატალონიის ყოფილი ლიდერის გასამართლება მხოლოდ ამ მუხლით შეიძლება მოხდეს.
ესპანეთის სასამართლო პუიჩდემონს ამბოხებაშიც სდებდა ბრალს.
გერმანიის სასამართლომ კარლეს პუიჩდემონის წინააღმდეგ აღკვეთის არანაირი ზომა არ მიიღო და კატალონიის ყოფილი ლიდერი თავისუფალია.
კარლეს პუიჩდემონმა ესპანეთი კატალონიის რეფერენდუმის შემდეგ დატოვა და ჯერ ბელგიას, შემდეგ კი გერმანიას შეაფარა თავი.