გერმანიის სამხრეთით, ქალაქ ჰოკენჰაიმში ტურისტებით სავსე ავტობუსი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 35 მგზავრი დაშავდა, ოთხი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ავტობუსში 30 ავსტრალიელი, კანადელი და ამერიკელი ტურისტი იმყოფებოდა.
ავტოავარიის მიზეზი უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსი საპირისპირო ზოლში გადავიდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ სატვირთოს შეეჯახა.