ბერლინისა და ვაშინგტონის შეთანხმებით, რუსეთისგან უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის შემთხვევაში, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ვეღარ ამოქმედდება
ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ახალი აგრესიის შემთხვევაში, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერირების უფლება არ ექნება.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, ეს გაზსადენი ვეღარ ამოქმედდება“, – განაცხადა ბერბოკმა გერმანულ ტელევიზია ZDF-სთან საუბარში, რომელიც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ შედგა.
მისი თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის მოთხოვნები არ ასრულდება და ამავდროულად, უსაფრთხოების საკითხები ღია რჩება.