გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს, სირიის კრიზისის მოსაგვარებლად, თანამშრომლობას სთავაზობს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს, სირიის კრიზისის მოსაგვარებლად, თანამშრომლობას სთავაზობს. ეს განცხადება ჰეიკო მაასმა ტორონტოში გამგზავრებამდე გააკეთა, სადაც ის დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების დიპლომატებს შეხვდება.
მაასის თქმით, რუსეთმა უნდა გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები, რომ სირიის და უკრაინის კრიზისის დარეგულირება მშვიდობიანი გზით მოხერხდეს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის მთავრობამ, აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სირიაში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ბერლინი მოუწოდებს სირიის მთავრობას, განაახლოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს დაზარალებულ რეგიონებში ჩასვლის უფლება მისცეს.
ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ სირიის მომავალზე დიალოგში პრეზიდენტ ასადის მონაწილეობა დაუშვებელია.