გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთს მოვუწოდებთ, არ გვაიძულოს „ჩრდილოეთის ნაკად-2“-ზე პოზიცია შევცვალოთ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, დაიწყოს ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის გამოძიება.
ჰაიკო მაასის თქმით, გერმანიის მთავრობა ამ დრომდე თავს იკავებდა რუსი ოპოზიციონერის და რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადის“ ერთმანეთთან დაკავშირებისგან. დიპლომატის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მოსკოვის ქმედებები ბერლინს ამ პოზიციის გადახედვას არ აიძულებს.
როგორც გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, თუ რუსეთი ნავალნის საქმეზე უახლოეს დღეებში არ გადადგმას ნაბიჯებს, მაშინ, გერმანია პარტნიორებთან ერთად სანქციების საკითხს განიხილავს.
ჰაიკო მაასის თქმით, თუ რუსეთი გამოძიებაში არ ჩაერთვება, ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება, რომ დანაშაული რუსეთის სახელმწიფომ ჩაიდინა.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს გახდა შეუძლოდ. ის თავდაპირველად ომსკის კლინიკაში, შემდეგ კი ბერლინში გადაიყვანეს. ნავალნი 18 დღეა კომაშია. გერმანელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსი ოპოზიციონერი„ნოვიჩოკის“ ტიპის ნივთიერებით მოწამლეს.