გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, „არ ითამაშოს ადამიანების სიცოცხლით“ უკრაინაში
გერმანია რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, „არ ითამაშოს ადამიანების სიცოცხლით“ უკრაინაში. ამის შესახებ განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
„უპასუხისმგებლო თამაში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხალხთან ოკუპირებული ტერიტორიების ორივე მხარეს – უპასუხისმგებლობაა. დაუბრუნდით მოლაპარაკების მაგიდას. ეს თქვენს ხელშია. ჩვენ მაგიდასთან ვსხედვართ ყოველ წუთსა და საათს. გელოდებით, რათა ერთობლივად ვიზრუნოთ უკრაინაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.
მისი თქმით, „გასული 72 საათის განმავლობაში თავდასხმები, ძალადობრივი კონფლიქტი ნამდვილად საგანგაშოა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მუდმივად ირღვევა და ადამიანების სიცოცხლე მაღალი საფრთხის ქვეშაა, რადგან წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდებათ“, – აცხადებს ბერბოკი.
უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინთან დღეს საუბარს გეგმავს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.