გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროპაში ტურიზმის განახლება ნაადრევია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მაასის თქმით, ევროპაში ტურიზმის განახლება ნაადრევია. მისი თქმით, ტურისტული ადგილების გახსნის შემთხვევაში კორონავირუსის მეორე ტალღის რისკი გაიზრდება.
„ევროპაში ახლა მიმდინარეობს შეჯიბრი, თუ რომელი ქვეყნა გაუხსნის ტურისტებს საზღვრებს პირველი, ეს კი მიუღებელ რისკებს გააჩენს“, – განაცხადა ჰაიკო მაასმა გერმანულ მედიასთან საუბრისას.
„ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატება წყალში არ უნდა ჩაგვივარდეს“, – განაცხადა მაასმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ევროპელები აუცილებლად იპოვიან „ჭკვიანურ“ გამოსავალს, რათა ზაფხულის არდადეგები არ ჩაიშალოს.
ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ევროპის ქვეყნები ტურიზმის განსაახლებლად გადაადგილების თავისუფლების საერთო კრიტერიუმებზე უნდა შეთანხმდნენ და ეს გადაწყვეტილება პასუხისმგებლიანი უნდა იყოს.