გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ავღანეთის ახალი მთავრობა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა
ავღანეთის ახალი მთავრობა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა გერმანია გააგრძელებს მოლაპარაკებას თალიბებთან, რათა ავღანეთი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დატოვოს.
„თალიბანის“ მიერ გამოცხადებული მთავრობის შემადგენლობა, რომელშიც სხვა ჯგუფები არ არიან წარმოდგენილი და ასევე გუშინ ქაბულში განხორციელებული ძალადობა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არ არის გზავნილი, რომელიც ოპტიმიზმის საბაბს იძლევა“, – განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.
ჰაიკო მაასის თქმით, ავღანეთი ახლა რამდენიმე სახის კრიზისის წინაშე დგას. როგორც გერმანელი დიპლომატი ამბობს, ეს არის საკვების დეფიციტი, რაც დაკავშირებულია გვალვასთან და ასევე საერთაშორისო ფინანსური დახმარების შეწყვეტა.
„ახლა მთავრობა სახელმწფოს მართვას თუ ვერ შეძლებს, ასევე არსებობს ეკონომიკური კოლაფსის საფრთხე, რომელიც პოლიტიკურ კოლაფსს მოჰყვება, რაც უფრო სერიოზულ ჰუმანიტარულ შედეგებს მოიტანს“, – ამბობს ჰაიკო მაასი.