გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამერიკა უფრო მეტია, ვიდრე თეთრი სახლი და ტრამპის ტვიტები
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო მეტია, ვიდრე თეთრი სახლი და დონალდ ტრამპის მიერ , მიკრობლოგ twitter – ით გაკეთებული განცხადებები.
„ჩემთვის ამერიკა არ არის მოწინააღმდეგე, არამედ უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და მოკავშირეა. ამერიკა მეტია, ვიდრე თეთრი სახლი და ტრამპს ამის შეცვლა არ შეუძლია, რამდენიც არ უნდა წეროს twitter-ზე“,- განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჰიაიკო მასი, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ერთად და თავდაჯერებულად დაიცვან საკუთარი პოზიცია ტარიფებთან მიმართებაში.
„ ჩვენ ტრამპის ქმედებებს საზღვარი უნდა დავუწესოთ. მან უნდა დაინახოს, რომ ევროპის დაყოფა არ შეუძლია“,-აცხადებს მასი.