გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება დონბასში კონფლიქტის დასრულებას არ დაეხმარება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი აცხადებს, რომ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება დონბასში კონფლიქტის დასრულებას არ დაეხმარება.
ასე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მოწოდებას ქვეყნისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ.
ჰაიკო მაასის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური გზით. ეს დარჩება უკრაინასთან ჩვენი ჩართულობის სახემძღვანელო და ამ მხრივ ცვლილება არ მოხდება: შეიარაღების მიწოდება არ დაეხმარება“, – განაცხადა მაასმა ნატო-ს მინისტერიალის დაწყების წინ.