გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების აზრს ვერ ხედავს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი რუსეთთან მოლაპარაკების აზრს ვერ ხედავს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ბერბოკის თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა ყველაფერი გააკეთეს ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა საპასუხოდ ჩაშალა სამშვიდობო მოლაპარაკებები და უკვე ნახევარი წელია ანადგურებს უდანაშაულო ქვეყანას.
ამასთან, ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებითაც კი არ სურს მოლაპარაკებების წარმოება, ასეთ სიტუაციაში კი არ რჩება სხვა გამოსავალი გარდა უკრაინის იარაღით მომარაგებისა.
ბერბოკმა განაცხადა, რომ ომის დასაწყიში კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხში გერმანიის გადაუწყვეტელმა პოზიციამ, გერმანიისადმი ბალტიის ქვეყნების უნდობლობა გამოიწვია.
„ჩვენ დიდი ყურადღება არ მივაქციეთ ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შიშებს. აუცილებელია ახალი ევროპული და აღმოსავლეთ ევროპული პოლიტიკა“, – განაცხადა ანალინა ბერბოკმა.