გერმანიის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარება უპასუხოდ არ დარჩება
გერმანიის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარება უპასუხოდ არ დარჩება

გერმანიის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარება უპასუხოდ არ დარჩება.

როგორც სიენენი გერმანიის კანცლერის პრესმდივანზე დაყრდნობით იტყობინება, გერმანიის კანცლერი ესაუბრა ბაიდენსა და მაკრონს რუსეთის პრეზიდენტის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ.

„სამივე მხარე შეთანხმდა, რომ რუსეთის ეს ცალმხრივი ნაბიჯი არის მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა. გერმანია, საფრანგეთი და აშშ მკაცრად გმობენ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ეს ნაბიჯი არ დარჩება უპასუხოდ“, -განაცახდა შოლცის წარმომადგენელმა.

სამმა ლიდერმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს და მიესალმნენ უკრაინის ხელისუფლების თავშეკავებულ რეაგირებას. გერმანიის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერები აცხადებენ, რომ ყველანაირ ძალისხმევას მიმართავენ, რათა თავიდან აიცილონ ვითარების კიდევ უფრო ესკალაცია.