გერმანიის საელჩოს პრესსპიკერი - გერმანიაში მიხეილ სააკაშვილისა და გიგი კალანდაძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი წარმოება არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, ბრალი არავისთვის წაუყენებიათ და არავინ გაუმართლებიათ
გერმანიის საელჩოს პრესსპიკერის განცხადებით, არც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და არც გიგი კალანდაძის წინააღმდეგ გერმანიაში სისხლისსამართლებრივი წარმოება არ მიმდინარეობდა.
„გერმანიის საელჩო ხაზს უსვამს, რომ არც ბატონი კალანდაძის და არც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გერმანიაში არ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი წარმოება. ბრალი არავისთვის წაუყენებიათ და არავინ გაუმართლებიათ“, – აღნიშნულია საელჩოს პრესსპიკერის განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაწერა, რომ გერმანულმა სასამართლომ გიგი კალანდაძე გაამართლა.
„გუშინ გერმანულმა სასამართლომ გაამართლა გიგი კალანდაძე და ერთ-ერთ არგუმენტად ჩემი პატიმრობის უსამართლობა დაასახელა“, – დაწერა სააკაშვილმა.