გერმანიის საელჩო „ტაბულას“ რედაქციას მიმართავს - მოგიწოდებთ, მიჰყვეთ საერთაშორისო ჟურნალისტურ პრაქტიკას, მკაფიოდ აღიაროთ თქვენ მიერ გავრცელებული მცდარი გამონათქვამი და გაასწოროთ იგი
საქართველოში გერმანიის საელჩო „ტაბულას“ რედაქციას წერილით მიმართავს.
როგორც წერილშია აღნიშნული, „ტაბულა“ წერს, თითქოს გასული წლის ერთ-ერთ ინტერვიუში ელჩი ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა პროპორციული იყო, სინამდვილეში ელჩმა განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება გარკვეულ სიტუაციებში აუცილებელი შეიძლება გახდეს, მაგრამ პროპორციული უნდა იყოს.
როგორც წერილშია აღნიშნული, „ტაბულას“ მიერ გავრცელებული არასწორი გამონათქვამი სხვა ქართულმა მედიასაშუალებებმა გამოიყენეს და გაავრცელეს.
„პატივცემულო ქალბატონო თამარ, გერმანიის ელჩმა აღმოაჩინა, რომ მისი პიროვნებისადმი ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მას 8 მარტის შეთანხმების შინაარსის შეხსენება მოუხდა. ამის შემდეგ, მოკლე ხანში თქვენ „ტაბულას“ საიტზე ახსენეთ ინტერვიუ, რომელიც ელჩმა ნახევარი წლის წინ მისცა. თქვენ წერთ, თითქოს ამ ინტერვიუში ელჩი ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა პროპორციული იყო. ამით ელჩის გამონათქვამს არასწორად გადმოსცემთ. სინამდვილეში ელჩმა განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება გარკვეულ სიტუაციებში აუცილებელი შეიძლება გახდეს, მაგრამ პროპორციული უნდა იყოს. თქვენს გავრცელებული არასწორი გამონათქვამი სხვა ქართულმა მედიასაშუალებებმა გამოიყენეს და გაავრცელეს.
დავადგინეთ, რომ ამასობაში თქვენ გაასწორეთ ციტირებული პასაჟები ინტერვიუდან. ამის მიუხედავად, მაინც მოგიწოდებთ, მიჰყვეთ მიღებულ საერთაშორისო ჟურნალისტურ პრაქტიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასევე მკაფიოდ და თვალსაჩინოდ აღიაროთ თქვენს მიერ გავრცელებული მცდარი გამონათქვამი და გაასწოროთ იგი. ის, რომ ამასობაში უჩუმრად გამოაქვეყნეთ უკეთესი ინტერპრეტაცია, არ არის საკმარისი.
პატივისცემით, იან ბიტნერი ელჩის მოადგილე ეკონომიკის განყოფილების უფროსი / იურიდიული და საკონსულო განყოფილების უფროსი“, – აღნიშნულია წერილში.