გერმანიის საელჩო - მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს
გერმანიის საელჩო - მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს

მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს ფეისბუქგვერდზე, ბერლინის კედლის დანგრევის 35 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩოს განცხადებით, დღესაც შეიძლება, იგივე ითქვას, რომ თავისუფლება თავისთავად არ მოდის.

„ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგრევას. ამით მათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ადამიანებთან ერთად შექმნეს საფუძველი გერმანიის გაერთიანებისთვის და თავისუფალი, ერთიანი ევროპისთვის. დღესაც შეიძლება, იგივე ითქვას: თავისუფლება თავისთავად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ – ასე იყო მაშინაც და ასე არის დღესაც, აქაც და მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია განცხადებაში.