გერმანიის საელჩო - მოხარული ვართ, რომ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის ნიშნად, სატელევიზიო ანძა გერმანიისა და საქართველოს დროშების ფერებში განათდა
თბილისის სატელევიზიო ანძა დღეს გერმანიისა და საქართველოს დროშების ფერებში განათდა. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.
„მოხარული ვართ, რომ 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით და ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის ნიშნად, თბილისის სატელევიზიო ანძა დღეს გერმანიისა და საქართველოს დროშების ფერებში განათდა“, – აღნიშნულია საელჩოს გვერდზე.
2022 წელს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი აღინიშნება.