გერმანიის საელჩო - გერმანიის გაერთიანება ისტორიული მოვლენა იყო, რომლის გახსენება არის მოტივაცია და დავალება, ვიზრუნოთ გაერთიანებულ გერმანიაზე და დემოკრატიაზე მსოფლიოში
საქართველოში გერმანიის საელჩო გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„დღეს გერმანიის ეროვნულ დღესასწაულს – გერმანიის გაერთიანების დღეს აღვნიშნავთ!
33 წლის წინ, ბერლინის კედლის დაცემიდან (9 ნოემბ.1989 წ.) თითქმის ერთი წლის შემდეგ ძალაში შევიდა გაერთიანების ხელშეკრულება, რის საფუძველზეც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შეუერთდა. მას შემდეგ ყოველი წლის 3 ოქტომბერს ვზეიმობთ გერმანიის გაერთიანების დღეს.
გერმანიის გაერთიანება ისტორიული მოვლენა იყო. მისი გახსენება არის მოტივაცია და ამავდროულად დავალება, რომ ვიზრუნოთ გაერთიანებულ გერმანიაზე და ასევე თავისუფლებასა და დემოკრატიაზე მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს ფეისბუქგვერდზე.