გერმანიის საელჩო - დღეს ქართული ღვინის დღეა, წლის პირველ ნახევარში გერმანიაში ქართული ღვინის ექსპორტი 27 პროცენტით გაიზარდა, მოხარული ვართ მზარდი ტენდენციის გამო
გერმანიის საელჩო - დღეს ქართული ღვინის დღეა, წლის პირველ ნახევარში გერმანიაში ქართული ღვინის ექსპორტი 27 პროცენტით გაიზარდა, მოხარული ვართ მზარდი ტენდენციის გამო

საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 494.000 ლიტრი ქართული ღვინო გავიდა გერმანიაში ექსპორტზე.

როგორც საელჩო „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, ეს ნიშნავს, რომ 2021 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გერმანიაში ღვინის ექსპორტი 27 პროცენტით გაიზარდა.

„დღეს ქართული ღვინის დღეა! იცოდით, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 494.000 ლიტრი ქართული ღვინო გავიდა გერმანიაში ექსპორტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გერმანიაში ღვინის ექსპორტი 27 პროცენტით გაიზარდა.

მოხარული ვართ ამ მზარდი ტენდენციის გამო!“, – ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.