გერმანიის საელჩო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაზარალებულ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოში გერმანიის საელჩო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაზარალებულ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ საელჩოს გვერდზე გავრცელებულ სამძიმრის წერილშია ნათქვამი.
„დღევანდელ დღეს ჩვენ ვგლოვობთ დაღუპულებს და ვიზიარებთ მათი ოჯახების წევრთა ტკივილს“, – აცხადებენ გერმანიის საელჩოში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს დაახლოებით 12:00 საათზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.