გერმანიის საელჩო - ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე
ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გუშინ, საღამოს თბილისში ჩამოფრინდა. დღეს მინისტრს დატვირთული პროგრამის ფარგლებში ელოდება შეხვედრები მთავრობის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, მინისტრი ისაუბრებს სტუდენტებთან საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ. ქალბატონი ბერბოკის მთავარი გზავნილია: გერმანია დიდი ძალისხმევით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისთვის საჭირო რეფორმების გატარებისას“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.