გერმანიის საავადმყოფოების პერსონალი ბონუსის სახით 1 500 ევროს მიიღებს
გერმანიის საავადმყოფოების პერსონალი ბონუსის სახით 1 500 ევროს მიიღებს

გერმანიის საავადმყოფოების პერსონალი ბონუსის სახით 1 500 ევროს მიიღებს. როგორც გერმანული მედია წერს, შესაბამისი ინიციტივა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანს ეკუთვნის.

სამედიცინო პერსონალისთვის სახელფასო დანამატის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება „კოვიდ-19“-ის პანდემიის მეორე ტალღას უკავშირდება. საავადმყოფოების პერსონალისთვის ბონუსების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 450 მილიონი ევროს გამოყოფაა დაგეგმილი.

როგორც გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კორონავირუსის მეორე ტალღა სამედიცინო დაწესებულებებისთვის გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე პირველი. პრემიას 1 038 კლინიკის პერსონალი მიიღებს და მისი გაცემა ივნისის ბოლოს დასრულდება.