გერმანიის რამდენიმე ტელეკომპანიასა და სამეცნიერო ორგანიზაციაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა
გერმანიის რამდენიმე ტელეკომპანიასა და სამეცნიერო ორგანიზაციაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

გერმანიის რამდენიმე ტელეკომპანიასა და სამეცნიერო ორგანიზაციაზე მორიგი კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ქვეყნის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით Deutsche Welle-ი იუწყება. გამოცემის ცნობით, სპეცსამსახურმა აღნიშნულ თავდასხმებში რუსეთის შესაძლო კვალსაც მიაგნეს.

ანგარიშის მიხედვით, შპიონაჟის მიზნით რუსი ჰაკერების ჯგუფ Sandworm-ის მიერ წარმოებული თავდასხმები 2017 წლიდან, დღემდე ხორციელდება. ამასთან დოკუმენტში განმარტებულია, რომ ინტერნეტ დამნაშავეების ქმედებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იმართება.

ანგარიშის მიხედვით რუსი ჰაკერები ე.წ. ფიშნგის (spear phishing) მეთოდს იყენებენ, რომელიც კონკრეტული პირის წინააღმდეგ არის მიმართული. კიბერდამნაშავეები კონკრეტული ადამიანის ელექტრონულ ფოსტაზე მისი ნდობით აღჭურვილი პირის სახელით WORD-ის საშუალებით წერილს აგზავნიან. აღნიშნული წერილის გახსნის შემდეგ კი თავდასხმის ობიექტი დამნაშავეს მის კომპიუტერში წვდომის და სისტემის მართვის საშუალებას აძლევს.

გერმანული სპეცსამსახურების ცნობით, რუსი ჰაკერებისგან შემდგარი ჯგუფი Sandworm-ი 2013 წლიდან აქტიურად მოქმედებს. ინტერნეტ დამნაშავეების სამიზნე გერმანიასთან ერთად უკრაინაც გამხდარა. მათ კიბერთავდასხმა ენერგოსექტორში რამდენჯერმე განახორციელეს.