გერმანიის რამდენიმე ქალაქში პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა
გერმანიის რამდენიმე ქალაქში პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ბერლინში 2000-მდე ადამიანმა მოაწყო მსვლელობა ლოზუნგით „შეაჩერე გენოციდი ღაზის სექტორში“.
პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ზოგიერთი დემონსტრანტი ყვიროდა და ეჭირა პლაკატები, „რომლის შინაარსი შეუსაბამო იყო სისხლის სამართლის თვალსაზრისით“, რის გამოც აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
მცირერიცხვოვანი აქციები გაიმართა გერმანიის სხვა ქალაქებშიც, კერძოდ, 200-მდე ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ქალაქ დიუსელდორფში.
პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა გერმანიის ქალაქ ჰამბურგშიც, სადაც, პოლიციის თქმით, 300-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა.