გერმანიის რამდენიმე ქალაქის აეროპორტებში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ
გერმანიის რამდენიმე ქალაქის აეროპორტებში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიის რამდენიმე ქალაქის აეროპორტებში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, გაფიცვა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

გაფიცვაში მონაწილეობენ ბერლინის, ჰამბურგის, შტუტგარტის, კარლსრუეს, კიოლნისა და მიუნხენის აეროპორტების თანამშრომლები.

გაფიცვა პროფკავშირების მიერაა ორგანიზებული. მათი ინფორმაციით, 5 მარტს დაგეგმილ გაფიცვას უკვე დრეზდენის, ჰანოვერის, ლაიფციგის, დორტმუნდის და ვეცის აეროპორტის თანამშრომლებიც შეურთდებიან. პროფკავშირები ავიაკომპაია „ლუფთანზას“ პერსონალისთვის ხელფასის ზრდას ითხოვს.