გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული და სოციალ-დემოკრატიული პარტიები მიგრაციის საკითხზე შეთანხმდნენ
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული და სოციალ-დემოკრატიული პარტიები კოალიციის ფორმირების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში მიგრაციის პოლიტიკაზე შეთანხმდნენ. ამ საკითხზე უკვე მეოთხე თვეა პარტიებს შორის აზრთა სხვაობაა. ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters და რამდენიმე გერმანული გამოცემა ავრცელებს.
Spiegel-ის ინფორმაციით, საუბარია ოჯახების გაერთიანების საკითხზე, კერძოდ, გერმანიაში მცხოვრები 1000 ოჯახის თითოეული წევრი უფლებამოსილი იქნება, ერთი თვის განმავლობაში, საკუთრი ოჯახის ის წევრები მიიღოს, რომელთაც ლტოლვილის სტატუსი არ აქვთ. ძირითადად, საუბარია სირიიდან და ერაყიდან საბრძოლო მოქმედებების გამო ევროპაში გაქცეულ არასრულწლოვნებსა და მათ დედებზე, რომლებმაც გერმანიის მთავრობისგან თავშესაფარი მიიღეს, თუმცა აღნიშნული სტატუსი არ მიუღიათ ამ ბავშვების მამებსა და ოჯახის სხვა წევრებს.
ოჯახების გაერთიანებას გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია ემხრობოდა. ეს საკითხი აზრთა სხვაობას იწვევდა სხვა პარტიებში.