გერმანიის ქალაქ ვურცბურგში უცნობი პირი მოქალაქეებს ცივი იარაღით დაესხა თავს, დაიღუპა სამი და დაშავდა ექვსი ადამიანი
გერმანიის ქალაქ ვურცბურგში დანით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება.
„პოლიციის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემდეგ თავდამსხმელის განიარაღება მოხდა. დაშვებულია რამდენიმე ადამიანი. არიან გარდაცვლილებიც. სხვა თავდამსხმელის შესახებ ინფორმაცია არ არის. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“, – ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა ექვსი ადამიანი.
ვურცბურგი მიუნხენსა და ფრანკფურტს შორის არსებული ქალაქია, სადაც დაახლოებით 130 000 ადამიანი ცხოვრობს.