გერმანიის ქალაქ ლუნებახის ზოოპარკიდან ორი ლომი, ორი ვეფხვი და იაგუარი გაიქცნენ
გერმანიის ქალაქ ლუნებახის ზოოპარკიდან ორი ლომი, ორი ვეფხვი და იაგუარი გაიქცნენ

დასავლეთ გერმანიის ქალაქ ლუნებახის ზოოპარკიდან მტაცებელი ცხოველები გაიქცნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ზოოპარკიდან გაქცეულია ორი ლომი, ორი ვეფხვი და იაგუარი.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს და სთხოვს, მტაცებლების დანახვის შემთხვევაში სამართალდამცველებს შეატყობინონ.

ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს შორის დათვიც იყო, თუმცა ის მოკლეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ცხოველები ზოოპარკიდან შტორმის შედეგად გაიქცნენ. ძლიერმა ქარმა და წვიმამ ვოლიერები დააზიანა და ზოოპარკის ტერიტორიის ნაწილი დატბორა.