მიგრანტების მიმართ ლიბერალური მიდგომით ცნობილი გერმანიის ქალაქ ალტენას მერი კისრის არეში დანით დაჭრეს. ანდრეას ჰოლშტეინს ნასვამი მამაკაცი თავს შაურმის მაღაზიასთან დაესხა.
მერისთვის დახმარების აღმოჩენა მაღაზიის მეპატრონემ სცადა, რის გამოც თავდამსხმელმა ჭრილობა მასაც მიაყენა. ალტენას მერი საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა რამდენიმე საათში გამოწერეს.
ჰოლშტეინის თქმით, თავდასხმამდე მამაკაცმა ქალაქში 200 მიგრანტის მიღება გააპროტესტა. თავდამსხმელი დაკავებულია.
ანდრეას ჰოლშტეინის მერობის პერიოდში ქალაქმა ალტენამ კვოტით გათვალისწინებულზე მეტი მიგრანტი მიიღო.