გერმანიის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე ზრუნვა
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე ზრუნვა. შტაინმაიერმა აღნიშნული განცხადება ბუნდესტაგში მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გააკეთა.
„მივმართავ პრეზიდენტ პუტინს, შეასუსტეთ უკრაინის კისერზე მოჭერილი მარყუჟი, ჩვენთან ერთად ეძებეთ გზა, რომელიც ევროპაში მშვიდობას შეინარჩუნებს.
ჩვენ საფრთხეში ვართ, აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო კონფლიქტის, ომის, ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება. მე მხოლოდ შემიძლია, გავაფრთხილო პრეზიდენტი პუტინი, არ ღირს დემოკრატიის ძალის არდაფასება“,- განაცხადა შტაინმაიერმა.
მისი თქმით, უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზება შეუძლებელია სხვაგვარად იყოს აღქმული. „ეს არის საფრთხე უკრაინისთვის“,- აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.